| « მარტი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||
9-03-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1975 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.ა. ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდა, საიდანაც 500 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და ბიჟუტერია მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ე.ჩ.-ს საცხოვრებელ სახლის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი, ასევე, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღი, 21 ცალი საბრძოლო ვაზნა და ორი ცალი ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლით.
17-01-2026