გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში 6-სულიან ოჯახს სახლი დაეწვა

11-03-2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ხანძრის შედეგად მარჩილელაშვილები საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.


ადგილობრივების ინფორმაციით,ოჯახის წევრებმა ცეცხლი გვიან შენიშნეს და შენობიდან ნივთების გამოტანა ვეღარ მოასწრეს. ადგილზე 6 სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა აალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.


გურჯაანის მერის,არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი მარჩილელაშვილების 6-სულიან ოჯახს 5 ათასი ლარით დაეხმარება.


ინტერპრესნიუსი