11-03-2019
დაბა შუახევის კეთილმოწყობისთვის 200 ათასამდე ლარის ტენდერი გამოცხადდა. პროექტი მგზავრთა ადაპტირებული მოსაცდელის აშენებას, ტროტუარების და ბათუმი-ახალციხის ცენტრალური გზის გასწვრივ საყრდენი კედლის მოწყობას ითვალისწინებს. ამსთან, რეკრეაციული ზონის კეთილმოწყობაცაა გათვალისწინებული.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამოიყოფა ტერიტორია პარკინგისთვის. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დასრულებული სამუშაო ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა ჩააბაროს.
17-01-2026