11-03-2019
co-თი რუსთავში 5 ადამიანი მოიწამლა.
ცოლ-ქმარი VIII მიკრორაიონიდან "კლინიკა რუსთავში შეიყვანეს, ქალი ამ დროისთვის უკვე გაწერეს, ხოლო მამაკაცი ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
3 ადამიანი კი, მათ შორის მცირეწლოვანი XI მიკრორაიონში მოიწამლა.
უფროსები ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვთა საავადმყოფოში.
პაციენტებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ინფორმაციას "ინფორუსთავი" ავრცელებს.
17-01-2026