გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ოკუპირებულ გალში დაღუპული კვარაცხელიას დაკავების დეტალებს თვითმხილველი იხსენებს

13-03-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 12 მარტს, აფხაზეთის დე-ფაქტო საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებულმა
საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა დააკავეს.


ერთ-ერთი თვითმხილველი, რომელიც დაკავების ფაქტს შეესწრო, იხსენებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას დაკავებისას ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებთან დაპირისპირება მოუვიდა.


"ვხედავდი, როგორ დაიჭირეს საწყალი ბიჭი. ცოტა ნასვამიც იყო და რუსებთან სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდა. ამის შემდეგ მანქანა მოვიდა და წაიყვანეს. ნაბაკევის ბაზაზე ჰყავდათ", ამბობს თვითმხილველი.


თვითმხილველი არ გამორიცხავს, რომ კვარაცხელია სწორედ ცემის დროს შემოაკვდათ.


დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ ნაბაკევის რუსულ ბაზაზე გარდაიცვალა, რადგან ცუდად გახდა და საავადმყოფოდან პირველადი დახმარების გასაწევად ექთნები წაიყვანეს. ხშირად სცემენ ხალხს. შემოაკვდათ და ახლა იგონებენ, რომ თავი ჩამოიხრჩო", - განაცხადა თვითმხილველმა.