გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ვალეში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა 

13-03-2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ვალე", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საფრანგეთის მოქალაქეს დ.ბ.-ს, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (74 აბი), ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად აღმოაჩნდა.


საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.