გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ოკუპირებულ გალში დაღუპული ირაკლი კვარაცხელია თბილისში, ექსპერტიზის ჩასატარებლად გადმოასვენეს

14-03-2019

ოკუპირებულ გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართველების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ცხედარი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე გადასცეს. ცხედრის გადმოცემის პროცესს ესწრებოდნენ როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლები.


გადმოსვენების პროცესში ჩართული იყო წითელი ჯვარი. შესაბამისი პროცედურის შემდეგ ცხედარს ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიამ დაკითხვის ოთახში თავი მოიკლა.