გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სემეკმა ნეტო-აღრიცხვის ახალი რეგულაცია დაამტკიცა

14-03-2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ნეტო-აღრიცხვის ახალი რეგულაცია შეიმუშავა, რომლის მეშვეობით, განახლებადი ენერგიების გამოყენებით ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელშია შესაძლებელი.


სემეკის ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, უბანს, დასახლებას, სოფელს, შეუძლია, განახლებად ენერგიებზე მომუშავე ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით გამოიმუშაოს ელექტროენერგია, საჭირო ოდენობა მოიხმაროს, ხოლო ჭარბი რაოდენობა შესაბამის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს მიაწოდოს.


ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელისთვის მიწოდებული ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის გამოყენება, მომხმარებლებს ნებისმიერ პერიოდში შეეძლებათ.

ამასთანავე, ნეტო-აღრიცხვის კიდევ ერთი რეგულაცია სადგურების მფლობელებს საშუალებას აძლევს, ზაფხულის პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის ქვითარზე დაგროვილი კრედიტები მთლიანად აითვისონ.


ამასთან, მომხმარებლებს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის ქსელზე მიერთების საფასური გაუნახევრდებათ, თუ გამანაწილებელი ამისთვის განსაზღვრული ვადას დაარღვევს.