გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ

15-03-2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, ადგილობრივი მოსახლეობის ბაღებში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შევიდნენ, - ინფორმაციას სოფელ ხურვალეთის მკვიდრი, ლუდა სალია ავრცელებს.


მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები შეიარაღებული არიან და იცავენ პოზიციებს. უკვე შეუძლებელია იმ ადგილთან მიახლოება, სადაც საოკუპაციო ძალებმა საგუშაგო კოშკი განათავსეს.


თვითმხილველის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საქართველოს პოლიცია.



radiotavisupleba.ge