გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შსს-მ ბათუმში მომხდარი ქურდობის ფაქტებზე 2 არასრულწლოვანი დააკავა

16-03-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარი ქურდობის 3 ფაქტი გახსნეს - მხილებულია ორი არასრულწლოვანი: 2004 წელს დაბადებული ნ.ა. და 2001 წელს დაბადებული ა.ბ.


შსს-ს ინფრმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 13 მარტს ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილსა და წერეთლის ქუჩაზე მდებარე საკონდიტრო და სასურსათო მაღაზიებში უკანონოდ შეაღწიეს, საიდანაც ფული და სხვადასხვა დასახელების სიგარეტი მოიპარეს.


ორივე არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.