გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

20-03-2019

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ამოღებულია დოკუმენტაციის ნაწილი, რომელთა შესწავლა მიმდინარეობს.


„,ფოთის მერიაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე შევედით, ამოღებულია დოკუმენტები გარკვეულ საქმეზე და მიმდინარეობს მათი შესწავლა. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. როგორც კი რამე დადგინდება, შუალედური პასუხი გვექნება. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დამატებით ახალს ვერაფერს ვიტყვით“, - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.


ინტერპრესნიუსი