გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

21-03-2019

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 19 მარტს მოხდა. ღამის საათებში სოფელ ძიმითის გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით ავტომანქანა გააჩერა, რომლის მგზავრიც მანქანიდან გადმოვიდა, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე ის წარსულში ნასამართლევია.


მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა- შენახვა-ტარება) მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.