გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გონიოს ნაგავსაყრელზე ძაღლების დამარხვის ფაქტს შსს გამოძიებს

21-03-2019

გონიოს ნაგავსაყრელზე ძაღლების დამარხვის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია

ნაგავსაყრელზე პოლიეთილენის პარკებში გახვეული მკვდარი ძაღლების ამსახველი ვიდეო, გუშინ ერთ-ერთმა ქალბატონმა გაავრცელა, იგი ირწმუნებოდა, რომ უპატრონო ცხოველებს ხოცავენ და ნაგავსაყრელზე ყრიან.


ცხოველების დახოცვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს კომპანია „სევერის” ხელმძღვანელი ჯემალ გოგიტიძე. უპატრონო ცხოველებზე აღნიშნული კომპანია ზრუნავს, მან ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი ოთხჯერ მოიგო.


სამართალდამცველებმა ტერიტორია უკვე შეისწავლეს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.


აჭარის ტელევიზია