გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სენაკში უხუცეს ჟურნალისტებს მერიამ პროფესიული დღე მიულოცა

21-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ ჟურნალისტებს, გაზეთ ,,კოლხეთის რედაქტორს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, რეზო ჯანჯღავას და დამსახურებულ ჟურნალისტს ლამარა გადელიას პროფესიული დღესასწაული მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.


უხუცესი ჟურნალისტებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი ესტუმრნენ.


"სენაკის ჟურნალისტიკის ისტორიაში ფასდაუდებელია თქვენი ამაგი. ათწლეულების მანძილზე თქვენს მიერ გაკვალული გზა და ტრადიციები გრძელდება. დღეს უხუცეს ჟურნალისტებთან ჩვენი სტუმრობა დასტურია დიდი პატივისცემისა თქვენს მიერ გაწეული ღვაწლის მიმართ, რომელსაც თაობები სათუთად გაუფრთხილდებიან" - აღნიშნა გრიგოლ ბაღათურიამ.