გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის ასპინძის მერიამ სხვადასხვა ღონისძიება გამართა

22-03-2019

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება სახელწოდებით ,,46+1=მრავალფეროვნებას’’ გაიმართა.


აქცია ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.


ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს, ასევე ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული ა (ა)იპ-ების თანამშრომლებმა.


აქცია ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში მოეწყო. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ სოლიდარობის ნიშნად თანამშრომლებმა ხელებზე ფერადი წინდები გაიკეთეს და ფორმატის ფურცლებზე ხელის ანაბეჭდები დააფიქსირეს.


შეკრებილ საზოგადოებას ინფორმაცია ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის წარმომადგენელმა მედეა ქავთარაძემ მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა არის დაუნის სინდრომი, რა იწვევს და როგორი დამახასიათებელი თვისებები აქვს მას, ასევე, როგორ შეიძლება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია.


ღონისძიება გაგრძელდა ასპინძის მთავრ ბიბლიოთეკაში და საბავშვო-ბაღებში. სადაც მოეწყო საინფორმაციო სტენდები სახელწოდებით ,,მითები დაუნის სინდრომის შესახებ’’.


აქციის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ, საკრებულოს თავჯდომარემ მამუკა მელიქიძემ და თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დაბა ასპინძის N1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში მოინახულეს და მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დაუნის სინდრომის მქონე 18 წლამდე ასაკის 2 აღსაზრდელს გადასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება 200-200 ლარის ოდენობით.


2006 წლის 21 მარტს დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ: თარიღი 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე – ტრისომიულ მოვლენას.