გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი 1500-1800 ლარი იქნება

22-03-2019

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგთა ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით კიდევ აღნიშნა, რომ ზრდა ეტაპობრივად განხორციელდება.


„როგორც არაერთხელ დავაანონსეთ, 2019 წლის მაისის თვეში საზოგადოებას წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, როგორ მოხდება პედაგოგების ხელფასების ზრდა მათი გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით. როგორც განვაცხადეთ, ხელფასების ზრდა იქნება ეტაპობრივი, დაიწყება 2019 წლის სექტემბრიდან და ტენდენცია შენარჩუნდება მომდევნო წლებშიც ისე, რომ 2021-2022 წლისთვის პედაგოგის საშუალო ხელფასი წარმოადგენდეს 1500-1800 ლარს. ხელფასების ზრდა, პედაგოგების გარდა, შეეხებათ სკოლის დირექტორებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.