გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლანჩხუთში 50-60 ბავშვზე გათვლილი საფეხბურთო აკადემია შენდება

23-03-2019

ლანჩხუთში, გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.


სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დღეს გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, აკაკი შენგელია, ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გაეცნო.


ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის სამშენებლო სამუშოებს შპს "ნიკა" აწარმოებს. პროექტი, რომლის ღირებულებაც 776 774 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.


საფეხბურთო აკადემია დასავლეთ ზონაში ერთადერთი იქნება და ის 50-60 ბავშვს მოემსახურება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ აქვეა დაგეგმილი სტადიონის მშენებლობაც.