გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

სენაკის მუნიციპალიტეტში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საგაზაფხულო ეტაპი იწყება

26-03-2019

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში სურსათის ეროვნული სააგენტოს რისკებზე რეაგირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლევან თოლორდავამ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიის პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან კუპრეიშვილთან, მერის პირველ მოადგილე გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილსა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


ლევან თოლორდავამ დამსწრეებს მუნიციპალიტეტში მონიტორინგის ჯგუფის უფროსები წარუდგინა.


მავნებელთან ბრძოლის პირველი, საგაზაფხულო ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი მოქმედების დეტალები და გაიცა რეკომენდაციები.