გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სენაკში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

27-03-2019

სენაკის მუნიციპალიტეტში უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესი მასშტაბურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სენაკის მერია ავრცელებს.


მათი ინფორმაციით, ქალაქში გრძელდება სტიქიისგან დაზიანებული ობიექტების - სანიაღვრე არხებისა და ღელეების - სარეაბილიტაციო და გამაგრებითი სამუშაოები.

პროექტის ჯამური სატენდერო ღირებულებაა 172 828 ლარი.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს: სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე - ხორავას ქუჩიდან ღელე ,,ფიცუმდე“ - გზის ორივე მხარეს, ცხაურის მოწყობა;


ყოფილ საკირესთან, ღელე ,,ხაბაზეთზე“, რკინა-ბეტონის ჯებირის მოწყობა და საძირკვლის გამაგრება;


სახოკიას ქუჩაზე, მონოლითური რკინა-ბეტონით, მილხიდის ჯებირისა და სათავისების მოწყობა", -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.