გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სასამართლომ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა

27-03-2019

ხადის ხეობაში სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გორის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა.


26 მარტს, გორის რაიონულ სასამართლოში 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ბრალდებულ მალხაზ კობაურთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა. ნაფიცმა მსაჯულებმა მალხაზ კობაური დამნაშავედ ცნეს.


მალხაზ კობაურს ბრალი განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვაში ჰქონდა წარდგენილი.


2018 წლის 7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.