გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიასთან საფენები და ღამის ქოთნები მიიტანა

28-03-2019

ქუთაისში, პარტია "თავისუფალმა საქართველომ" აქცია-პერფორმანსი გამართა. ამით, საზოგადოებრივი საპირფარეშოების გაუმართაობა გააპროტესტეს და მერიაში ღამის ქოთნები და საფენები მიიტანა.


პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას თქმით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები გაუმრთავია, რის გამოც ადგილობრივ მოსახლოებას და ტურისტებს პრობლემები ექმნებათ.


პარტიის წევრებმა მერიაში განცხადება მიიტანეს და ნივთების კანცელარიაში დატოვება სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა მერიაში ნივთები არ შეატანინეს.