გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო

29-03-2019

ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობა დაიწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 632 939 ლარი დაიხარჯება.


„სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი. მოეწყობა ავტოსადგომი, სასწავლო და სატრენაჟორო ოთახები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.


ანაკლიის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში 63 ადამიანი დასაქმდება.


შენობაში გათვალისწინებულია სამი სპეცმანქანისა და ორი კატერის განთავსება, რაც მეხანძრე-მაშველებს საშუალებას მისცემს სამაშველო ღონისძიება როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაში განახორციელონ”, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ანაკლიის მუნიციპალიტეტს აღნიშნული შენობა 2019 წლის ნოემბრიდან მოემსახურება.