გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ლევან კუპრეიშვილმა მურმან ჯინორიას კიდევ ერთი ტიტულის მოპოვება მიულოცა

31-03-2019

ცნობილ ქართველ მსახიობს, მურმან ჯინორიას, კიდევ ერთი ტიტული - კოტე მახარაძის სახელობის ჯილდო მიენიჭა.


მსახიობს ეს წარმატება სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა მიულოცა.


"ქართული თეატრალური საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენელს, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, მხატვრული კითხვის დიდოსტატს, სენაკის საპატიო მოქალაქეს, ჩვენს გამორჩეულ თანაქალაქელს, მურმან ჯინორიას გულითადად ვულოცავ შემოქმედებით კავშირ "საქართველოს თეატრალური საზოგადოების" მიერ მინიჭებულ კიდევ ერთ ტიტულს - კოტე მახარაძის სახელობის ჯილდოს.
ბატონი მურმანი მისი შემოქმედების გულშემატკივრებს მაღალი პროფესიონალიზმით აწვდის უდიდეს სულიერ საზრდოს.
ღირსეულ შემოქმედს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობასა და წარმატებებს ვუსურვებ", - ნათქვამის სენაკის მერის მილოცვაში.