გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ლაგოდეხში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აშენდება

2-04-2019

ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ადმინისტრაციული შენობა აშენდება. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.


საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას განმარტებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის ტიპიური შენობა, ლაგოდეხში 9 აპრილის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. პროექტის ღირებულება 249434 ლარია.


პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.