გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

განათლების სამინისტრომ მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოაცხადა

3-04-2019

განათლების სამინისტრომ მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოაცხადა12:47 03.04.2019მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებელთა წარდგენის მიზნით ატარებს კონკურსს: 


• ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელი;

• ბუნებისმეტყველების საუკეთესო მასწავლებელი;

• გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი.


კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლის ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად. კონკურსში მონაწილეობისათვის შევსებულ აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. რეგისტრაციის ვადა: 3 აპრილი 2019 – 17 აპრილი 2019კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია და კანდიდატად საკუთარ თავს წარადგენს პედაგოგი.