გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ტყით სარგებლობასთან მიმართებაში მთავრობამ ახალი დადგენილება მიიღო

4-04-2019

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიღებული დადგენილების პროექტის თანახმად, ხე-ტყით სარგებლობის გრძელვადიანი სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრულ ფართობებზე შესაძლებელი ხდება არსებული მოთხრილ-მოტეხილი (ბუნებრივი პირობებით ან/და სტიქიური მოვლენების შედეგად) მერქნისა და ხე-ტყის ჭრის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გამოტანა და მისი გამოყენება ბიოსაწვავის წარმოებისათვის. 

გარემის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ხელს შეუწყობს ტყეზე ზეწოლის შემცირებას, ტყის ეკოლოგიური სიჯანსაღის შენარჩუნებას, ხანძრების პრევენციას და მისი სოციალურ-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებას, ასევე, ბიოსაწვავის წარმოებით დაინტერესებული სუბიექტებისათვის ნედლეულის მოპოვების წყაროს შექმნას.


ლიცენზიის მფლობელს შესაძლებლობა ეძლევა თავად აითვისოს ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად წარმოქმნილი მოთხრილი ან/და მოტეხილი მერქნული რესურსი, თუ იგი შეესაბამება ლიცენზიით განსაზღვრული ასათვისებელი მერქნიანი მცენარეების სახეობებს. ლიცენზიის მფლობელის მხრიდან დაინტერესების არ არსებობის დროს, სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მის ათვისებას და გაცემას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად.