გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სოფელ ბოგაში მცხოვრები გორგაძეები ახალციხის მერიას დახმარებას სთხოვენ

5-04-2019

ახალციხეში, სოფელ ბოგაში მცხოვრები გორგაძეების სახლი ნგრევის პირასაა. ამის გამო ოჯახიდან მცირეწლოვნები დროებით გაიყვანეს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და თვითმმართველობას სამშენებლო მასალებით დახმარებას სთხოვს.

ვანო გორგაძე საკუთარ სახლში ძმასთან და მის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა დაზიანებული სახლის გამო, მცირეწლოვნები დროებით მეზობლის სახლში გადაიყვანეს.


გორგაძე მერიას, ორი პატარა ოთახის ასაშენებლად, სამშენებლო მასალით დახმარებას სთხოვს: „ასაშენებლად მასალა მომცენ და ჩემი ხელით დავდგამ პატარა ოთახს ეზოში“.


ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ გორგაძეს მათთვის ამ დრომდე არ მიუმართავს: „მისი განცხადება არ შემოსულა“, – გვითხრეს საზოგადოებასთან ურთირთობის სამსახურში.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მსგავს შემთხვევაში მოქალაქეს მერია სამშენებლო მასალებით დაეხმაროს, მერიაში გვპასუხობენ: „ამის თქმა წინასწარ შეუძლებელია, ჯერ ამ მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, გავიდეს ჯგუფი, შეისწავლოს ვითარება და მერე ვიმსჯელოთ“.


სამხრეთის კარიბჭე