გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი შენგელია შამგონიდან გატაცებულის ოჯაში იმყოფებოდა

6-04-2019

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული გელა როსტობასიას ოჯახში ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსთან ერთად იმყოფებოდა.


ხელისუფლების წარმადგენლების განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია, რათა მოხდეს გატაცებული გელა როსტობაიას დროულად გათავისუფლება.


,,ეს არის რუსული ოკუპაციის მორიგი გამოვლინება, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყოველდღიურად ხდება ადამიანის უფლებების დარღვა. მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ მოხდეს გატაცებული ჩვენი მოქალაქის დროული გათავისუფლება“ - განაცხადა გიორგი შენგელამ.