გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ყოფილი "აისის" შენობაში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ

21-12-2017

ქუთაისში, ყოფილი "აისის" შენობაში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ამბობენ, ქვის გადამამუშავებელი საწარმოდან ნარჩენი ქვა სანიაღვრე სისტემას კეტავს, რაც წყლის დაგროვებას იწვევს. პრობლემას გადამუშავებული ქვის მტვერიც ქმნის. პრობლემის მოსაგვარებლად კი სპეციალური დანადგარის დამონტაჟებაა შესაძლებელი.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნიკეას მაჟორიტარი დეპუტატი, კახაბერ ბოჭორიშვილი ყოფილი "აისის" შენობაში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

"მე დღეს შევხვდი მოსახლეობას და მოვისმინე ის პრობლემები, რომლებიც მათ რამენიმე წელია აწუხებთ. ქალაქის მერთან ერთად დეტალურად შევისწავლით აღნიშნულ საკითხს და შევეცდებით მაქსიმალურად მცირე დროში მოვაგვაროთ" - აღნიშნა კახაბერ ბოჭორიშვილმა.

წყარო: რადიო "ძველი ქალაქი"