გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აბასთუმნის ცენტრში მგლისგან დაკბენილი ირემი დააფიქსირეს

9-04-2019

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს ირემი დაზიანებული ფეხით აბასთუმნის ცენტრში გარბის.


ბორჯომ –ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი მიხეილ დემეტრაძე ამბობს, რომ ირემი მგლისგან იყო დაკბენილი და მისთვის ტყვია არ უსვრიათ.

მიხეილ დემეტრაძე ამ დროს აბასთუმანის ტყეში თანამშრომლებთან ერთად გეგმიურ შემოვალზე იყო.


„თან გვახლდნენ ის პირები, რომლებიც აბასთუმნის შემოვლითი გზის გეგმაზე მუშაობენ. თვითონ შევესწარი ტყიდან ამ გამოქცეულ ირემს. მას ფეხი შიდა მხარეს ჰქონდა დაკბენილი ნადირისგან. როცა ცხოველი გარბის და ნადირს მისი დამორჩილება უნდა, კბილებს შიგნიდან ავლებს. ეს არ იყო ნატყვიარი, რეინჯერი ვარ და ასეთი რაღაცა არ მეშლება“, – გვიყვება სატელეფონო საუბარში მიხეილ დემეტრაძე.


მისი თქმით, სროლა რომ ყოფილიყო ხმას აუცილბელად გაიგონებდნენ: „ამის შემდეგ ჩვენ იქ საკმაოდ დიდი ტერიტორიაც შემოვიარეთ და ადამიანი ნამდვილად არ ყოფილა“.


სამხრეთის კარიბჭე