გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ასპინძაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

10-04-2019

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას 1989 წლის ტრაგედიასა და 1991 წლის დამოუკიდებლობის აღდგენას აერთიანებს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, 9 აპრილს, დროშებით მსვლელობა მოეწყო ხვილიშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში მდებარე 9 აპრილის მემორიალამდე.


ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსნეს და მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკეს.


ასპინძის ხვილიშის ეკლესიის წმინდა გიორგის სახელობის მღვდელმსახურმა მამა დავითმა მემორიალთან, 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდის დასრულების შემდეგ, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა ,,წუნდა''-მ რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი შეასრულა. სიმღერის ფონზე ახალგაზრდებმა წაიკითხეს ლექსები.


ღონისძიება ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურისა და ა(ა)იპ ,,ასპინძის სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანება - კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა(ა)იპ -ების თანამშრომლები.