გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რიჟვაძე მეჩეთის მშენებლობაზე: აჭარის მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

11-04-2019

აჭარის მთავრობა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, აჭარის მთავრობას მუსლიმ მრევლთან კონსულტაციები აქვს.


„მიმდინარეობს სასამართლოს პროცესი სანებართვო საკითხებთან დაკავშირებით. უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. გუშინ გაიმართა პროცესი. ძალიან აქტიურად გვაქვს კონსულტაციები მუსლიმ მრევლთან. მუსლიმები არიან ჩვენი ძმები და ყველაზე მაგარი ქართველები. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვა გუშინ დაიწყო. მუსლიმი მრევლი მშენებლობისთვის ნებართვას ითხოვს.