გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ახმეტასა და თელავში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

11-04-2019

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 10 აპრილს კახეთის რეგიონში 25 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა.


შედეგად კახეთის ორ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად აიცილეს თავიდან.


10 აპრილს 17:00 საათიდან სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა.


21:30 საათამდე ახმეტისა და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100% შეადგინა, გაისროლეს 55 რაკეტა.


აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.