გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სისხლის დონაციის აქცია კვლავ გაიმართა

11-04-2019

დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სამედიცინო კორპორაცია ევექსი ,,ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის" სისხლის ბანკის ინიციატივით სისხლის უანგარო დონაციის აქცია - ,,გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად" - გაიმართა.


სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და მერიას დაქვემდებარებული სტრუქტურების თანამშრომლებმა ამ კამპანიაში მონაწილეობა არაერთხელ მიიღეს.


ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მათ სისხლი დღესაც უანგაროდ გასცეს.


სისხლის დონაციის პროცესს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ნატალია ხუბუა ესწრებოდა. მან აღნიშნა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერია მსგავ კამპანიაში მონაწილეობისთვის მზადყოფნის სურვილს ყოველთვის გამოთქვამს, რადგან აქცია სხვადასხვა ასაკის მრავალი ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებას, უმეტეს შემთვევაში კი სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს.