გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ადვოკატი: ქუთაისში პოლიციამ ქალის დანაწევრებული გვამი იპოვა

11-04-2019

ქუთაისში, ორი დღის წინ, ქალის დანაწევრებული ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი, - ამის შესახებ ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ განაცხადა. ინფორმაციას ვებგვერდი "კვირის პალიტრა" ავრცელებს.


ადვოკატის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. თუმცა ფაქტი არ გახმაურებულა.

„იმედია, დეტალებს სამართალდამცავები დაადგენენ. ქუთაისის მთავარი სამმართველო იძიებს ამ საქმეს და ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა გაიხსნას ეს საშინელი ამბავი. უბედურებაა, ქალი სადისტმა დაასახიჩრა და დაანაწევრა და მერე სადღაც მიაგდო და თვითონ, ალბათ, თავისუფალია. ეს ფაქტი რატომღაც არ გახმაურებულა. ვერ გამიგია, რატომ არ ხდება სასწრაფოდ გამოძიება და დეტალების გარკვევა. ჯობია ასეთი მძიმე დანაშაულები დროულად გამოავლინონ და ამას მიხედონ. რატომ დუმან?“ - აცხადებს ადვოკატი.


შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დამატებით დეტალებზე უწყებაში ჯერ განმარტებებს არ აკეთებენ.


კვირის პალიტრა