გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები ციხის მშენებლობას აპროტესტებენ

12-04-2019

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლების მაცხოვრებლები დასახლების მახლობლად ციხის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათ დღეს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს.


აქციის მონაწილეები იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას და ასევე, ციხის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

შესაბამისი მოთხოვნით საინიციატივო ჯგუფმა დღეს პეტიცია დაარეგისტრირა.


რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებასთან ციხის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია 9 აპრილსაც გაიმართა. ადგილობრივების თქმით, ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან ძალიან ახლოსაა, რაც უსაფრთხოების კუთხით პრობლემებს ქმნის. ასევე, ისინი ვარაუდობენ, რომ ციხის მშენებლობით დასახლებას განვითარების პერსპექტივა დაეკარგება.