გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი

16-04-2019

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.


საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს.


მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.