გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

წელს წიაღის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ 5 ათასი ადამიანით გაიზრდება

17-04-2019

წიაღის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ესწრებოდა, დასახელდა ის მაჩვენებლები, რომელთა მიღწევასაც უახლოეს წლებში დაგეგმილი აქტივობებით ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნულისააგენტო გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელის, მაია ზავრაშვილის განცხადებით, მარტო 2019 წლის განმავლობაში დასაქმებულთა რაოდენობის კიდევ 5 000 - ით, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 700 მლნ დოლარამდე გაზრდა არის ნავარაუდევი. ამ დროისთვის, აღნიშნულ სექტორში 30,000 ადამიანია დასაქმებული.


„მთლიანი საბოლოო შედეგები, რომლებიც ჩვენმა შემდგომმა ნაბიჯებმა ქვეყანას უნდა მოუტანოს, არის დამატებითი ღირებულებების ჯაჭვის შექმნა, გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებლები, განვითარებული სანედლეულო ბაზა, ეკონომიკურად მომგებიანი და გამჭვირვალე სისტემა და სხვამნიშვნელოვანი ბენეფიტები“ - განაცხადა წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.