გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ზუგდიდში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა ამავე შტაბის კოორდინატორს ესროლა

19-04-2019

ზუგდიდის სოფელ გრიგოლიშში "ქართული ოცნების" წევრებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.


ადგილობრივების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა, ბეჟან გვაზავამ, 28 წლის ალიკა ლაგვილავას მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის გამო ესროლა.


დაჭრილს 2 ტყვია გულისა და მუცლის არეში აქვს მოხვედრილი. 


ალიკა ლაგვილავას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. იგი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.


სავარაუდო ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.


გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.