გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სალომე ზურაბიშვილი: აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა

20-04-2019

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "ევროპა ნოსტრას" ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.


"აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ, ამას ემსახურება ,,ევროპა ნოსტრას" მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.


,,ევროპა ნოსტრა" კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოების პანევროპული ქსელია, რომელიც ევროპის 50-ზე მეტი ქვეყნიდან 250 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, 150 ასოცირებულ და 1500 ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს.