გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქობულეთში მაღაზია გაქურდეს - წაღებულია შესაწირი ყუთი და ნავაჭრი თანხა

20-04-2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში მაღაზია გაქურდეს. სოფელი ტაძრის მშენებლობისთვის თანხას აგროვებდა, შესაწირი ყუთი კი მაღაზიაში იყო განთავსებული.


წაღებულია შესაწირი ყუთი, რომელშიც, დაახლოებით, 700 ლარამდე თანხა იყო. ქურდებმა ასევე წაიღეს ნავაჭრი თანხა, 170 ლარამდე და საკვები პროდუქტები.


სოფლის ცენტრში მდებარე მაღაზიის ბოქლომი დამნაშავეებმა, სავარაუდოდ, გვიან ღამით გატეხეს და შიგნით ასე შეაღწიეს.


მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.



rustavi2.ge