გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

22 მარტს სარფის საბაჟო დაიკეტება

20-03-2018

22 მარტს, დილის 9:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს.

ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


,,შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თურქეთის რესპუბლიკის საკონსულომ მიაწოდა.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს 22 მარტს, 09:00-21:00 სთ განმავლობაში, თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების „ვალესა" და „კარწახის" მომსახურებით" , - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

pia