გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

2023 წელს სახელმწიფო გადამმუშავებელი და შემნახველი სექტორის განვითარების ხელშეწყობას გააგრძელებს

21-12-2022

პირველადი პროდუქციის წარმოების ზრდის პარალელურად, კვლავ მზარდია მოთხოვნა გადამმუშავებელი და შემნახველი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს, მიზნობრივი პროგრამის ბიუჯეტი 25 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც შესაძლებელს ხდის, უფრო მასშტაბური გახდეს ქართული ხარისხიანი აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა.


აღსანიშნავია, რომ მხოლოდ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე, 289  მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების შემნახველი და გადამმუშავებლი  217 საწარმოს შექმნა 106 მლნ ლარით თანადაფინანსდა, რამაც შექმნა შესაძლებლობა, თანამედროვე სტანდარტებისა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მოხდეს პროდუქციის შენახვა/გადამუშავება.