გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სალომე ზურაბიშვილი: ყურადღებით ვაკვირდები სოხუმში მოვლენების განვითარებას

10-01-2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.


პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე" წერს, რომ ის ყუარდღებით აკვირდება სოხუმში მიმდინარე მოვლენებს.

„ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას სოხუმში და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ბედსა და ადამიანის უფლებებს ოკუპირებულ აფხაზეთში", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

დღეს გახდა ცნობილი, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე საავადმყოფოში გულის შეტევით გადაიყვანეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში არეულობა გრძელდება. მოსახლეობა რაულ ხაჯიბას მეორე ვადით „პრეზიდენტად“ არჩევას აპროტესტებს.

გუშინ ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ.

გუშინ სოხუმში მიმდინარე მოვლენებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრიც გამოეხმაურა.