გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მიხეილ სააკაშვილი: ოდესაში ხალხი ქუჩაში მაჩერებს, მეფერება, მკოცნის

11-05-2020

ოდესაში ჩვენ შევქმენით სერიოზული მემკვიდრეობა. როდესაც ჩაატარეს გამოკითხვა ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, პირველ ადგილზე გავედი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

 

„ეს იყო სწორედ ყველაზე მაღალი შედეგი ოდესის ოლქში. დღესაც მიხარია იქ ჩასვლა, რომ ხალხი ქუჩაში მაჩერებს მეფერება, მკოცნის, ხელს მართმევს.

 

კორონას დროს ეს მაინცდამაინც კარგი არ არის, მაგრამ ხალხს რაღაცა სიკეთეები ახსოვს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ 7 მაისს დაინიშნა.

პრაიმტაიმი