გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი გახარია: დეტალურად ვიცით ვინ, სად, როდის და რას გეგმავს დესტაბილიზაციის მოსაწყობად

18-10-2018

ნიკა გვარამიას განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ სუს-ი მისი და სააკაშვილის ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გამოეხმაურა.


მინისტრის განცხადებით, მას წარმოდგენა არ აქვს თუ რა ჩანაწერებზე საუბრობს ნიკა გვარამია, თუმცა დეტალურად იცის ის გეგმები, რაც დესტაბილიზაციის და პროვოკაციის მომზადებას ეხება. მისივე განცხადებით, არჩევნები ჩატარდება მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო.


„წარმოდგენა არა მაქვს საერთოდ რა ჩანაწერებზე საუბრობს გვარამია, თუმცა, დეტალურად ვიცი ყველა ის გეგმები, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალურ უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი აქვს. დეტალურად, ყველა დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის და რას გეგმავდა და რას გეგმავს და ამიტომ, მათი გეგმების განხორციელება იქნება შეუძლებელი. მინდა სრულიად გულწრფელად გითხრათ, რომ ეს არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შინაგან საქმეთა სამინისტრო“-განაცხადა გიორგი გახარიამ.