გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შსს-მ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

30-10-2018

საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

აღნიშნულტან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„გამოძიებით დგინდება, რომ 30 ოქტომბერს ქ. ახალქალაქში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” შტაბთან მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც სხეულის დაზიანება მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” შტაბის წევრებმა.

 

სამართალდამცველების მიერ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს,” - ნათქვამია განცხადებაში.