გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორებს შეხვდა

25-06-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე მინისტრმა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაფართოების, ახალ ბაზრებზე წვდომის, სავაჭრო კავშირების განვითარების საკითხები განიხილა. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის მიმართ მზარდი ინტერესი ფიქსირდება. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები - იორდანია, ალჟირი და საუდის არაბეთი დაინტერესებული არიან წვრილფეხა საქონლის იმპორტით. ბელარუსის ბაზარზე მოთხოვნა არსებობს არაალკოჰოლურ სასმელებზე, ნუშსა და თხილზე.


ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან - უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან და თურქმენეთიდან განსაკუთრებული ინტერესია ქართული არაალკოჰოლური სასმელების, თხილის, კაკლის, ნუშისა და ციტრუსოვანი კულტურების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ქართული აგროსასურსათო სექტორის განვითარების, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.


„ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვიზიტების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კერძო სექტორისგან მივიღოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის შესახებ, ასევე,  რა გამოწვევების წინაშე დგანან ექსპორტიორები ბაზრებზე შესვლის პროცესში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, სახელმწიფო რესურსები და მხარდამჭერი მექანიზმები მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენოთ და ბიზნესს ახალი ბაზრების მოძიებასა და დამკვიდრებაში რეალური მხარდაჭერა გავუწიოთ“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


ეფექტიანი თანამშრომლობისა და დროული კოორდინაციის მიზნით, მინისტრმა გამოთქვა მოსაზრება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორთა საბჭოს შექმნის შესახებ. საბჭო კვარტალში ერთხელ შეიკრიბება და უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის რეგულარულ კომუნიკაციას.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.