გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტყვიის შემცველობის დასადგენად, საქართველოს ყველა რეგიონში 1500 ბავშვის სისხლის სინჯი აიღეს

27-02-2019

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ტყვიის შემცველობის დასადგენად საქართველოდან იტალიის ლაბორატორიაში 1500 ბავშვის სისხლის ნიმუშია გაგზავნილი.


„საქართველოს ყველა რეგიონში ორიდან ათ წლამდე 1500 ბავშვის სისხლის სინჯია აღებული. იტალიიდან საბოლოო შედეგებს მარტის მეორე ნახევრიდან მივიღებთ, რის შემდეგაც ამ შედეგებს საქართველოს მასშტაბზე განვაზოგადებთ. ვიმსჯელებთ და სამომავლო გეგმები ამის მიხედვით დაისახება,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.


1tv.ge