გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რა ოდენობის მოსავალი მიიღეს გასულ წელს ქართველმა ფერმერებმა

22-04-2019

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს ხორბლის წარმოებამ 106.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.


საქსტატის ინფორმაციით, ქერის წარმოება 33.3 პროცენტით გაიზარდა და 58.5 ათას ტონას მიაღწია. სიმინდის წარმოება 190.3 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 33.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 21.1 პროცენტით გაიზარდა და 218.1 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში წარმოებულია 138.3 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 9.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მონაცემებს.


ასევე, წინა წელთან შედარებით გაზრდილია საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.4 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ - 2.2 ტონა/ჰა, სიმინდის - 2.7 ტონა/ჰა, კარტოფილის - 12.8 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 8.7 ტონა/ჰა, აქედან კიტრის საშუალო მოსავლიანობაა - 10.7 ტონა/ჰა, პომიდვრის - 11.4 ტონა/ჰა, კომბოსტოს - 31.0 ტონა/ჰა, ხახვის 5.7 ტონა/ჰა, ხოლო ნივრის 3.3 ტონა/ჰა.

2018 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.7 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 6.6 პროცენტით ჩამორჩება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 53.1 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 152.6 ათასი ჰექტარი შეადგინა. ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 72.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 44.0 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 26.9 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 17.1 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 16.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 12.4 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 16.7 ათას ჰექტარს შეადგენდა.